სკაუტური ბანაკი გაიხსნა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. მოზარდები 7 დღის განმავლობაში კარვებში იცხოვრებენ. ისინი ექსტრემალურ პირობებში სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვებიან და რეგიონის ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან.
საერთშორისო ბანაკში საქართველოდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან სულ 300 სკაუტი მონაწილეობს. ბანაკი 21 ივლისს დაიხურება.