მთავარი პროკურორობის კანდიდატს ხვალ კომიტეტებში მოუსმენენ

14 ივლისი 2018, 00:00 1370 ნახვა

მთავარი პროკურორობის კანდიდატს პარლამენტის კომიტეტებში ხვალ მოუსმენენ, საკითხი პლენარულ სხდომაზე კი 16 ივლისს გავა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით რეგლამენტი მთავარი პროკურორობის კანდიდატის პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში მოსმენას არ ითვალისწინებს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უმჯობესია, მოსმენა გაიმართოს იმავე ფორმატში, რაც აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის გამწესების საკითხის განხილვისას იქნა გამოყენებული.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატის მოსმენამდე მოსამზადებლად ყველას საკმარისი დრო აქვს. საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე შეარჩია. გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ კენჭისყრით მიიღეს. შალვა თადუმაძის კანდიდატურას ხმა საბჭოს 12-მა წევრმა მისცა, არც ერთის წინააღმდეგ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი