ხელვაჩაურში არსებული ტურისტული ობიექტების აღრიცხვა და მონიტორინგი დასასრულს უახლოვდება. მერიის წარმომადგენლებმა კაფე-ბარებისა და საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს ობიექტების მიმდებარე ტერიტორიების სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით მერიის შესაბამისმა სამსახურმა უკვე 80 - მდე ობიექტი შეამოწმა. ხელვაჩაურის მერის თქმით, მონიტორინგის შედეგების შეჯამებით მუნიციპალიტეტში შეიქმნება სრული სურათი, თუ რა გამოწვევები და საჭიროებებია ამ სფეროში.