სარფის საბაჟოზე შეზღუდვები მოიხსნა

16 ივლისი 2016, 00:00 3548 ნახვა

საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთთან სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა აღდგენილია. მიმოსვლა უსაფრთხოების მიზნით საქართველოს მოქალაქეებისთვის გვიან ღამით, უშიშროების საბჭოს დასრულებისთანავე შეწყდა. სარფის საბაჟო-საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დღეს რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ ვერ შეძლო გადასვლა. თურქეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები საზღვარს დაუბრკოლებლად კვეთდნენ. თავისუფალი იყო საავტომობილო მიმოსვლაც, სარფის საბაჟო პუნქტს ყველა ტიპის ტრანსპორტი დაუბრკოლებლად კვეთდა. საზღვრის კვეთა საქართველოს მოქალაქეებისთვის ნახევარი საათის წინ გახდა შესაძლებელი.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში