ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

03 ივლისი 2018, 00:00 1626 ნახვა

სოფელ გორგაძეებში პოეტ ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის ქობულეთის მერიამ  296 ათას 260 ლარი გამოყო. ტენდერი უკვე გამოცხადდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება  როგორც შენობას, ასევე ეზოს, სადაც პოეზიის საღამოებისთვის მცირე ზომის ამფითეატრი უნდა მოეწყოს. სახლში  ადმინისტრაციული ნაწილის გარდა ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და საგანმანათლებლო  სივრცეებიც მოეწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სახურავს და ფასადს.  

სახლ-მუზეუმის მოვლა შენახვა აიპი „ქობულეთის მუზეუმს“ დაევალება. შეგახსენებთ, პოეტის სახლი წლების წინ სადავო გახდა და ირანელ ბიზნესმენზე გაიყიდა. 2014 წელს კი უცხოელებისგან  ბიზნესმენმა გოჩა ირემაძემ გამოისყიდა და  ქობულეთის მუნიციპალიტეტს  საკუთრებაში გადასცა.
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი