ქედის მუნიციპალიტეტის ახალაშენებულ სოციალურ სახლში ბინას 40 ოჯახი ითხოვს, მათ მერიას განცხადებით უკვე მიმართეს. რომელსაც სპეციალურად შექმნილი კომისია შეისწავლის.
მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით, სოციალურ სახლში 10 ბინა ძირითადად იმ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ და არიან უსახლკაროები, უპირატესობა მიენიჭებათ მრავალწევრინ ოჯახებს. განცხადებები 10 ივლისამდე მიიღება.