ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გაათენა

03 ივლისი 2018, 00:00 1651 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გაათენა. ის მისი შვილის მკვლელების დაკავებას ითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ის არ დატოვებს შსს-ს იქამდე, ვიდრე მისი შვილის მკვლელებს, „მათ შორის მიხეილ კალანდიას, ხელბორკილებით მის თვალწინ არ ჩაატარებენ“.

ამასთან სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა. მოქალაქეები უწყებასთან შეკრებას 19 საათზე გეგმავენ. სარალიძის თქმით, ამაზე არაფერი იცის და აქცია თვითონ არ დაუგეგმავს. “რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ ხან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს, ხან ისე გაატარეს. აღარ მინდა ჩემს გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი”, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კონკრეტული აქცია ჯერჯერობით დაგეგმილი არ აქვს და ამ ეტაპზე მხოლოდ შსს-ს ეზოში გამოხატავს პროტესტს.

ამავე კატეგორიაში