მერიისა და საკრებულოს შენობის რეაბილიტაციისთვის შუახევში ტენდერი გამოცხადდა. პროექტის მიხედვით საკრებულოს დარბაზი უნდა კეთილმოეწყოს.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას რეაბილიტაცია ბოლოს 30 წლის წინ ჩაუტარდა, დარბაზში სკამები ამორტიზებულია, დეპუტატებს კი არც სამუშაო მაგიდა აქვთ. შენობის რეაბილიტაციისთვის 100 ათასი ლარი დაიხარჯება , სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.