დაცვის მხარემ მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა

01 ივლისი 2018, 00:00 1518 ნახვა

სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა დაცვის მხარემ, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი. ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატის ეკა მაჭარაშვილის განცხადებით  სააპელაციო სარჩელი მათ ორი დღის წინ შეიტანეს. დაცვის მხარე მოსამართლის განაჩენს მკვლელობის მცდელობის ნაწილში არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით უნდა იყოს მსჯავრდებული.

ამასთან, სააპელაციო სარჩელი შეიტანა მეორე მსჯავრდებულის ადვოკატმა ინგა შარაშენიძემაც, რომლის დაცვის ქვეშ მყოფს მსჯავრი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის დაედო.  შეგახსენებთ, 1-ელ ივნისს, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილს 10 წელი და 6 თვე მიესაჯა, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს კი 9 წელი და 9 თვე.

ამავე კატეგორიაში