დღეიდან ბათუმში სამედიცინო ტურიზმის ცენტრი ამოქმედდა. აქ მომხმარებლებს თურქეთის სამედიცინო დაწესებულებებთან შუამდგომლობას სთავაზობენ.
სამედიცინო ტურიზმის ცენტრს საქმიანი კონტაქტები 65 წამყვან კლინიკასთან აქვს. ცენტრის მიზანი კლიენტების მაქსიმალური ინფორმირება და მათი დახმარებაა.