იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორია, ანბანის კოშკის წინ და “ალი და ნინოსთან” არსებული სივრცე – ჯამში 6 ჰექტარი ერთი კომპანიისა და მისი ქვემოიჯარეების მფლობელობაში – “სილქ როუდ ჯგუფის” ქვემოიჯარე “რივიერა” ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “თანაინვესტირების ფონდის” ფინანსური ხელშეწყობით რამდენიმე თვეში იახტკლუბის განვითარებისა და სასტუმრო კომპლექსის პროექტებს წარმოადგენს.
საუბარია “სილქ თაუერზე,” რომელიც “ტრამპ თაუერის” ნაცვლად აიგება. თუმცა ამის გარდა იგეგმება საცხოვრებელი აპარტამენტების, იახტ კლუბისა და დამატებით 2 ჰექტარი ფართობის მოვლა-პატრონობა. კომპანია ითხოვს იქვე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ამ პარკს ძეგლის სტატუსი მიენიჭოს, რითაც დაცული იქნება ზონა დამატებითი მშენებლობებისგან. პროექტის პირველი ფაზის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 65 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.