მოქალაქეები სარფში საზღვრის გადაკვეთას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ 

27 ივნისი 2018, 00:00 3059 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ასობით მოქალაქე ამ დრომდე რჩება, ისინი გზის გახსნას ელოდებიან. ნაწილი კი უკან დაბრუნდა.

ჯერჯერობით უცნობია როდის შეძლებენ მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას, რადგან  ნეიტრალურ ზონაში მყოფი მგზავრებიც უკან დააბრუნეს. 

ასევე დროებით შეჩერებულია კვარიათი-სარფის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება. 

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები თურქეთის მხარისგან ელოდებიან ინფორმაციას. რის შემდეგაც მუშაობა განახლდება.

რამდენიმე საათის წინ, საზღვართან ახლოს, თურქეთის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა თურქეთის ჟანდარმერიის 2 თანამშრომელი. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი