კურორტ ბეშუმში შქერნალის ტერიტორიაზე ალპური ბოტანიკური ბაღის განაშენიანება გრძელდება. გეგმის მიხედვით, შქერნალში ვიზიტორთა ცენტრი, პარკინგი და საპიკნიკე ტერიტორიების მოწყობა მიმდინარეობს. ბოტანიკური ბაღის დირექტორის ინფორმაციით, განაშენიანების პროცესში მიუნხენის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები უწევენ კონსულტაციას.
წელს პროცესებში საფრანგეთის ალპური ბოტანიკური ბაღის წევრებიც ჩაერთვნენ. ალპურ ბაღზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო, რომელსაც ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია “მერსი ქორფსი” შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს. ოფიციალურად როდის გაიხსნება ალპურ ბოტანიკური ბაღი, ჯერ-ჯერობით უცნობია. დღემდე ბაღისთვის 700 ათას ლარამდე დაიხარჯა.