მოსწავლეთა 32 პროცენტს ფიზიკური ჩაგვრის შესახებ სმენია, ან უნახავს, 40 პროცენტი კი სიტყვიერი ჩაგვრის შემთხვევებზე საუბრობს – ეს მონაცემი ბოლო ერთ წელს ეხება და სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგია.
გამოკითხულ მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლის უსაფრთხოებას 5-ქულიანი შეფასების სისტემაში, დაახლოებით სამნახევარი ქულით აფასებს, რაც შეეხება ჩაგვრისა და შევიწროების მაგალითებს, მიზეზებად მოსწავლეები რასობრივ/ეთნოკულტურულ/რელიგიურ კუთვნილებას, ასევე სექსუალურ ორიენტაციას, შეზღუდულ შესაძლებლობას და სოციალურ სტატუსს ასახელებენ.