პროკურორ ზვიად ფხაკაძის შეფასებით, მიხეილ კალანდიას ქმედებებში, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მიმდინარე კონფლიქტის დროს ჰქონდა ადგილი, მკვლელობაში თანამონაწილეობა არ იკვეთება.
როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, დანაშაული, რომელიც შეიძლება კალანდიას ჩაედინა, შესაძლოა, ცემით დაკვალიფიცირდეს. მიხეილ კალანდიას ქმედების სამართლებრივი შეფასების თაობაზე კითხვა პროკურორს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ დაუსვა.
ოთარ კახიძემ დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული პირის მიხეილ კალანდიას ჩვენებებიდან ამონარიდები მოიყვანა, სადაც კალანდია იხსენებს, თუ როგორ ურტყამენ გ.ბ და გ.ჯ დანებს დავით სარალიძეს, ამასთან, კალანდია ამბობს, რომ მანაც დაარტყა რამდენჯერმე სარალიძეს სახეში მუშტი.
უმრავლესობის წვერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ კომისიის წევრებმა „ევროპული საქართველოდან“ მთავარი კითხვები არ დასვეს. ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კახა სირაძე და საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე დაკითხეს.