სოციალურად დაუცველი ოჯახი თავშესაფარს ითხოვს

23 ივნისი 2018, 00:00 1715 ნახვა

სოფელ ქვედა ჯოჭოს მკვიდრი ტარიელ ბარამიძე თავშესაფარს ითხოვს.  სოციალურად დაუცველი ამბობს, რომ  სახლი, რომელშიც 30  წელია  ცხოვრობს საფრთხის შემცველია, განსაკუთრებით უამინდობის დროს. როგორც ამბობს, მცირეწლოვან შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობის საშუალება არ აქვთ.  

ბარამიძეების ოჯახი დღეს ევროპული საქართველოს  ხელვაჩაურის  ორგანიზაციის წევრებმა მოინახულეს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ, შეისწავლონ აღნიშნული ოჯახი და გაუწიონ შესაბამისი დახმარება.  

ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით,  საკითხთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი