დახოცილი შინაური ფრინველები და ცხოველები, დატბორილი ყანები და თხილის ბაღები-საპროტესტო აქცია სოფელ მარადიდში. მოსახლეობის მტკიცებით, ზარალის მიზეზი კაშხლის არხში წყლის გაშვების შედეგად მოვარდნილი ნიაღვარია.
მარადიდში მცხოვრებლები შპს ,, აჭარ ენერჯი 2007’’- ის ბრალეულობაზე საუბრობენ. როგორც მოსახლეობამ “მთავართან” აღნიშნა, კომპანიამ მათ მიწების მიყიდვა 20 ლარად შესთავაზა, რაზედაც უარი უთხრეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მუქარის წერილი მიიღეს, რაშიც ნათქვამია, რომ 7 დღე აქვთ კომპანიაზე მიწების მიყიდვისთვის , უარის შემთხვევში კი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით საკუთრებას იძულებით ჩამოართმევენ.
მიყენებულ ზარალზე კი პასუხს არ აგებენ. ვითარებას ადგილზე ხელვაჩაურის მერის მოადგილე გაეცნო. კახაბერ ფუტკარაძემ მათ პირობა მისცა, რომ პრობლემა მოგვარდება, ,აჭარ ენერჯი’’- დან კი დაპირება მიიღო, რომ მსგავსი ფაქტის განმეორებას ადგილი აღარ ექნება.
ადგილზე იმყოფებოდნენ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებიც. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინაროებს, თუმცა ოფიციალურ კომენტარს ისინი არ აკეთებენ.