აჭარის დანაყოფების მუშაობის მონიტორინგი

15 ივლისი 2016, 00:00 4392 ნახვა

ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარაში ადგილობრივი დანაყოფების საქმიანობას პირადად გაეცნო. გიორგი მღებრიშვილი სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტსა და ბათუმის აეროპორტში იმყოფებოდა. მესაზღვრე-კონტროლიორებსა და პატრულ-ინსპექტორებს გაესაუბრა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. ბათუმში ვიზიტის დროს, მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სწრაფმავალი კატარღით სანაპირო ზოლის მონიტორინგი განახორციელა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საზღვაო სეზონზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმსა და ქობულეთში დამატებითი ძალები მიავლინა. მოქალაქეებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას 270 პატრულ-ინსპექტორი იცავს. აჭარის სამმართველოში 1000-მდე დაცვის პოლიციელი მუშაობს, ხოლო ბულვარს 100-მდე დაცვის პოლიციელი იცავს.

ამავე კატეგორიაში