“სოფლის განვითარების პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები” - ამ საკითხებზე გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის ეგიდით ხულოს მუნიციპალიტეტში.
პროექტების მიზანი, რომლებიც ევროკავშირისა და გაეროს მიერ ხორციელდება, სიღარიბის შემცირება, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობაა. შეხვედრაზე იმსჯელეს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის და მცირე ბიზნესის განვითარებას.