ზაფხული იწყება კინტრიშის ხეობიდან

15 ივნისი 2018, 00:00 4293 ნახვა

ქობულეთში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად წელს პირველად კინტრიშის ხეობაში დაგეგმილი ღონისძიებებით გაიხსნება. სპორტული შეჯიბრება, ისტორიული ტურები, ეთნო-გამოფენები, მუსიკა და სხვადასხვა შეთავაზება აქტიური და პასიური დასვენების მოყვარულთათვის - ეს ყველაფერი კინტრიშის ხეობის პოპულარიზაციისთვის დაიგეგმა.

სპეციალურად ამ დღისთვის ქობულეთის მერია ტურისტულ სააგენტოებთან მოლაპარაკებების შედეგად 100 ტურისტის ხეობაში ტრანსპორტირებას და გიდების მომსახურებას უზრუნველყოფს. ღონისძიებები 10 დღეშია დაგეგმილი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი