რა ჭირს ცენტრალური პარკის ტბას და რატომ იხოცებიან თევზები? - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, ბათუმის მერიის დავალებით, წყლიდან სინჯები აიღეს.
სპეციალისტებმა სინჯები მკვდარი თევზიდანაც აიღეს. როგორც მერიაში აცხადებენ, კვლევის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი და გაირკვევა, რატომ იხოცება ტბაში თევზები?
გასული წლის დეკემბერში, კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ტბას უჟანგბადობის პრობლემა ჰქონდა და მერიამ სპეციალური სისტემა შეიძინა, რომელითაც ტბის ბინადრები მარაგდებოდნენ ჟანგბადით. გარკვეული პერიოდი სისტემა მუშაობდა, თუმცა რამდენიმე დღეა მასობრივად დაიხოცა თევზები ტბაში. ტბის ირგვლივ მძაფრი სუნია.
ვარაუდობენ, რომ წყლის ბინადრები კვლავ უჟანგბადობის გამო იხოცებიან, თუმცა არსებული ვარაუდი შეიძლება გამოირიცხოს.
ზუსტი მონაცემები ორშაბათს გახდება ცნობილი.
მკვდარი თევზები ბათუმის ცენტრალურ პარკში