დემონტაჟის წინააღმდეგ

10 ივნისი 2018, 00:00 2040 ნახვა

საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს აპროტესტებს ნაკაშიძეების ოჯახი. მახინჯაურში სახლების აღება  ბათუმი- ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო  გახდა აუცილებელი. ადგილობრივები ამბობენ, რომ  ჯინჭარაძის ქუჩაზე  შენობებს მძიმე ტექნიკით ანგრევენ და ბიძგები საფრთხეს უქმნის მათ საცხოვრებლებს.  

როგორც  ჰორტენზიის 5 ნომერში მცხოვრები თამარ ნაკაშიძე  ყვება, ნგრევა მათი სახლიდან   რამდენიმე მეტრში მიმდინარეობს, რის გამოც თავს მეზობლებს აფარებენ. ისინი საცხოვრებელი სახლების ერთიანად გამოსყიდვასა და დროულ დემონტაჟს ითხოვენ.  

ნაკაშიძეები 6 თვეა  ელოდებიან  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან რეაგირებას.   “მთავარი”  უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი