ბავშვთა ანსამბლი „მთაწმინდა“ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალებზე წარმატები გამოვიდა. ბულგარეთში ანსამბლმა პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო იტალიაში გამართულ ფესტივალზე გრანპრი და ფულადი პრიზები.
აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აქვთ ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ქართული კულტურის უცხოეთში გატანას პროპაგანდას ემსახურება. აჭარაში ამ ეტაპზე 100-ზე მეტი პროფესიული ფოლკლორული ანსამბლია და ამ მხრივ წახალისების პროგრამების გაზრდა იგეგმება.