ბათუმში მიმდინარე ნაპირგამაგრებითი სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს-აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები. გია აბულაძის თქმით, პლაჟის გასამაგრებლად სამშენებლო ნარჩენებს იყენებენ, რაც დაუშვებელია. ასევე ინერტული მასალების ამოღება ისევ პლაჟიდან ხდება. ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ მშენებელ ჰოლანდიურ კომპანია „სტრუიქ გრუპ ჯორჯიაში“.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, სამშენებლო ნარჩენების ამოღება პლაჟიდან ხდება, სადაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ამგვარი ნარჩენების დატოვება დაუშვებელია.