ქედაში სოლიდარობის აქცია გაიმართა. სოფელ ჩეტკიძეებში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს საცხოვრებლის მშენებლობაში და გადახურვით სამუშაოებში მერიის თანამშრომლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაეხმარნენ.
დიასამიძეების ოჯახს ქედის მერიამ თუნუქის ფურცლები გადასცა. ექვსწევრიანი ოჯახი ქედის მერიას, ამ დროისთვის, ქირით ყავს გაყვანილი. ოჯახს საცხოვრებელი 12 თებერვალს ხანძარმა გაუნადგურა, საცხოვრებლის მეორე სართული ხის ფიცრულით იყო აგებული.