ზაზა სალარიძე:''სისტემა დაინგრეს, აწი რაღა უნდა გამოიძიონ''

01 ივნისი 2018, 00:00 3638 ნახვა

პარლამენტის შენობის წინ სამი კარავია გაშლილი. კარვებში მოკლული დავით სალარიძის მამამ და რამდენიმე ათეულმა მახარდამჭერმა გაატარეს ღამე. 

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ახალი პროკურორის დანიშვნაზე საუბარი  მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა სისტემა დაინგრევა, ეს კი მთავრობის წასვლას ნიშნავს.

გუშინ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ახალი პროკურორის კანდიდატის დასახელებაში საზოგადოებრივი ჯგუფები მაქსიმალურად იქნებიან ჩართულები. 

"პროკურორის კანდიდატურის დასახელების პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც მთავრობა გადადგება. მას შემდეგ, როცა დაინგრევა ეს სისტემა, რომელიც მკვლელებს ფარავს. შოთაძის გადადგომა იყო უმეცრება, მატყუებენ. ყველა ნივთმტკიცება არის განადგურებული. ყველა მოწმე დაშინებული, რა უნდა გამოიძიონ ახლა, ყველა გადადგეს" - განაცხადა ზაზა სარალიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.  

დღეს, საქართველოს მასშტაბით აქციების განახლება დაანონსდა. თბილისში აქცია პარლამენტის შენობასთან , 16:00 საათზე განახლდება. 

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ შეუერთდნენ აქციას და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძეს ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადონ. 

აქციის განახლება იგეგმება ბათუმშიც, 19:00 წუთზე ერას მოედანზე. 

საპროტესტო აქციები საქართველოს მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ, გუშინ, 31 მარტს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის, ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, თუმცა მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი.

რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობას, მოსამართლემ  გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. 

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი