ზაზა სალარიძე მთავარ პროკურორს შეხვდება

31 მაისი 2018, 00:00 2082 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სალარიძე მთავარ პროკურორს შეხვდება . სარალიძე საგამოძიებო უწყებაში შვილმოკლულ მშობლებთან ერთად შევა. 
სარალიძესთან ერთად პროკურატურაში სარალიძის უფლებების დამცველი ირაკლი კუპრავა იქნება. მათ შემსვლელთა სია პროკურატურის კანცელარიაში ჩააბარეს. 

თუ რაზე ისაუბრებს ზაზა სარალიძე საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელთან წინასწარ არ საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრის თავდაპირველ შეთავაზებას არ დათანხმდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი