ბულვარში ძაღლებმა ქალი დაკბინეს

28 მაისი 2018, 00:00 2034 ნახვა

ბათუმის ბულვარში, ვაჟა-ფშაველას ქუჩასთან, ორმა ძაღლმა ქალი დაკბინა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მეპატრონეს ორი მოზრდილი ძაღლი ალიკაპის გარეშე ყავდა გამოყვანილი, მოულოდნელად ერთ-ერთმა ძაღლმა კი ქალს უკბინა. 

ადგილზე მალევე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა.  ქალს ხელზე  მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, მედიკოსებმა  ჭრილობა ადგილზე დაუმუშავეს, შემდეგ  სტრესის გამო რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ალიკაპის გარეშე ძაღლების ტერიტორიაზე გასეირნება აკრძალულია და ჯარიმას ითვალისწინებს. შესაბამისად, ორი ძაღლის მეპატრონეც 20 ლარით დასაჯეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი