დამოუკიდებლობის 100 წელი - საზეიმო მიღება

27 მაისი 2018, 00:00 1464 ნახვა

დღეს ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული სახელმწიფო, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი ქვეყანა და ღმერთმა ქნას, ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვეყვანოს იმ სანუკვარ ნავსადგურში, რომელზეც 1918 წლის 26 მაისს და მანამდეც, ქართველთა არაერთი თაობა ოცნებობდა, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო მიღების მონაწილეებს, რომელიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამართულ ერთობლივ მიღებაზე საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური წრეების, რელიგიური კონფესიების, მედიის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი