კურორტ „გოდერძზე„ 5 ახალი სასტუმროს მშენებლობა იწყება- საკითხთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა. ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, სამუშაოები ორ კვირაში დაიწყება. მისივე თქმით, კურორტზე მიმდინარეობს 15 ახალი სასტუმროს მშენებლობა, რაც ჯამში 200-ი მილიონი ლარის ინვესტიციას შეადგენს. ივლისში კურორტზე ზაფხულის სეზონი გაიხსნება.
წელს ბეშუმსა და გოდერძზე დამსვენებლს საშულება ექნება შქერნალის ტერიტორიაზე ალპური ბოტანიკური ბაღი დაათვალიეროს. თუმცა ამ დრომდე პრობლემად რჩება კურორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზა. მთავრობის თავმჯდმოარე ამბობს, რომ დაგეგმილია გოდერძიდან ბეშუმის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია. რაც შეეხება ცენტრალურ გზას, რამდენიმე თვეში დაიწყება სამუშაოები.