ზონალური საბჭო 6-სართულიანი კორპუსის მშენებლობას არ დაეთანხმა

22 მაისი 2018, 00:00 2560 ნახვა

ბათუმში ვაჟა ფშაველას 27 ნომერში 6 სართულიანი  საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ბედი კვლავ უცნობია. საკითხი ზონალური საბჭოს სხდომაზე უკვე მეოთხედ გავიდა.  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარედ კორპუსის მშენებლობას იქ მცხოვრებლები წლებია ითხოვენ და პროექტიც რამდენჯერმე შეცვალეს, თუმცა ნებართვა საბჭოს წევრებისგან ამ დრომდე ვერ მიიღეს.

ისტორიული განაშენიანების ზონაში, 6 სართულიანი სახლის მშენებლობას დღეს მთავრობის წარმომადგენელი შეეწინააღმდეგა, რამაც დაინტერესებული მხარე გააღიზიანა.

საბოლოო გადაწყვეტილებას საბჭო ხვალ მიიღებს. სხდომას ორგანიზაცია “ბათომის” წევრებიც ესწრებოდნენ. მათ იმედი აქვთ, რომ ზონალური საბჭო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში მაღლივი კორპუსის მშენებლობაზე თანხმობას არ გასცემს, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ვაჟა ფშაველას 27 ნომერში მდებარე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.

სხდომაზე დღეს კიდევ ორი განცხადება განიხილეს, ერთი ბათუმში მელიქიშვილის 31 ნომერში ერთსართულიან საცხოვრებელ სახლზე სართულის დამატებას ეხება, მეორე კი ქობულეთში სახლის მშენებლობას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი