რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა რამდენიმე თვით გადაიდო

22 მაისი 2018, 00:00 4077 ნახვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულება რამდენიმე თვით გადაიდო. ექიმების განცხადებით, პროცესი გაუმჭვირვალეა და ჯერ არ არის ცნობილი დეტალური ინფორმაცია მმართველი რგოლის, პერსონალისა და ტექნიკური აღჭურვის შესახებ.

საავადმყოფოს მშენებელი შპს „სტადიონის“ ახალი დირექტორის, ზურაბ ჭურკვეიძის განცხადებით, მშენებლობის დასრულება საკანონმდებლო ცვლილებების გამო ჭიანურდება, ტექნიკური პარამეტრების შესახებ მოთხოვნები შეიცვალა და ამჟამად ახალ საექსპერტო დასკვნაზე მუშაობა მიმდინარეობს, რასაც „სტადიონის“ მიერ მოწვეული ექსპერტი და საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროების მიერ მოწვეული სპეციალისტები შეიმუშავებენ.

ამ პრობლემების გამო სავარაუდოდ მშენებლობის დასრულება 5-6 თვით გადაიდო. რაც შეეხება საავადმყოფოს აღჭურვასა და მენეჯმენტს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ცნობილია რომ საავადმყოფო კერძო კომპანიაზე არ გასხვისდება და სახელმწიფოს მართვაში დარჩება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი