ქედასთან შედარებით დიდია ზარალის ოდენობა შუახევში. ბოლო ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს 107 ათასი ლარის ზარალი მიადგა. უჩამბის ხეობაში სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის აღდგენა დაიწყო. შუახევის გამგებლის ინფორმაციით, მოსახლეობას დღის ბოლოსთვის დროებითი ხიდით სარგებლობა შეეძლება. კაპიტალური ხიდის ასაშენებლად თანხის გამოყოფის მიზნით აჭარის მთავრობას საგზაო დეპარტამენტმა უკვე მიმართა. სამუშაოებში აღნიშნულ უწყებასთან ერთად ჰესის მშენებელი კომპანიაა ჩართული. გამგებლის თქმით, თანხის ნაწილი ადგილობრივი გამგეობის, ნაწილი კი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გამოიყოფა.