ბათუმში, 170 ლოკაციაზე ნახევარი მილიონი ყვავილი დაირგვება

22 მაისი 2018, 00:00 3002 ნახვა

ბათუმში, 170 ლოკაციაზე ნახევარი მილიონი ყვავილი დაირგვება.

გამწვანების სამსახურის ბრიგადები, ქალაქის რამდენიმე უბანში პარალელურ რეჟიმში მუშაობენ.

გამწვანების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ნერგები სოფელ ახალსოფელში, საჩითილე მეურნეობაში წელს პირველად გამოიყვანეს. 

სათბურში მოყვანილი ყვავილებით ბათუმის სხვადასხვა უბანს, წრიულებს, სკვერებსა და ქუჩებს გაამწვანებენ.

გამწვანებითი სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება.

ქალაქში, მსგავსი მასშტაბური სამუშაოები წელიწადში ორჯერ, მაისსა და ოქტომბერში ტარდება.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში