აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჰილარი ქლინთონმა იელის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე გამოსვლისას რუსული ყურებიანი ქუდი ე.წ ''უშანკა'' ამოიღო და თავზე მოირგო. "რუსული ქუდი'' - თუ ვერ ამარცხებ მათ, მაშინ გაერთიანდი მათ რიგებში"-ასეთი კომენტარი გაუკეთა ქლინთონმა თავის ჟესტს.
ექს-სახელმწიფო მდივანი და პირველი ლედი სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტის გამოსაშვებ ღონისძიებაზე, რომელზეც ტრადიციის მიხედვით მიღებულია უჩვეულო თავსაბურავებით მისვლა.