ბათუმში  სამი ადამიანი დაშავდა

19 მაისი 2018, 00:00 1839 ნახვა

58 წლის კაცი და ორი არასრულწლოვანი  დაშავდნენ. მედიკოსების ინფორმაციით, სავარაუდოდ, თევზაობის დროს ანკესი მაღალი ძაბვის ელექტროსადენს გამოედო და მოხდა აფეთქება.მოზარდები დედათა და ბავშვთა ცენტრში, მამაკაცი კი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კაცს დამწვრობა სახისა და მარჯვენა მხრის არეში, ხოლო 15 წლის ბავშვს მთელი სხეულის, მეორე მოზარდს კი მკერდის , ზურგის და სახის დამწვრობა აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რომელიც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი