განმეორებითი მეწყერი

11 ივლისი 2016, 00:00 2871 ნახვა

განმეორებითი მეწყერი ქედაში. სოფელ ჯალაბაშვილებში გუშინ ღამით განმეორებით გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესმა აღდგენილი გზა ისევ ჩახერგა, რის გამოც მეოთხე დღეა კვლავ გარესამყაროსაა მოწყვეტილი სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრები 18-მდე ოჯახი. შეგახსენებთ, 8 ივლისს აღნიშნულ ტერიტორიაზე გააქტიურებულმა მეწყერმა გზის სავალ ნაწილთან ერთად  საფრთხე შეუქმნა ერთი ოჯახის საცხოვრებელსაც. დაზარალებულები ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლას და კომპენსაციას მოითხოვენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქედაში 10-მდე მეწყერი დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტში სალიკვიდაციო სამუშაოები და ზარალის დათვლა გუშინ დასრულდა. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჯალაბაშვილების გარდა ყველა ადმინისტრაციული ერთეულისა და სოფლების  მიმართულებით გზები აღდგენილია, რაც შეეხება ჯალაბაშვილებს აქ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მოძრაობა დღის მეორე ნახევარში აღდგება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქედის მუნიციპალიტეტს სტიქიამ გამგეობის ბალანსზე არსებული 108 ათას 600 ლარის ინფრასტრუქტურა დააზიანა, ზარალის საბოლოო მონაცემები კვლავ ზუსტდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი