დაკავება ცენტრ პოინტის საქმეზე

10 ივლისი 2016, 00:00 4148 ნახვა

რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისის პროკურატურაში "ცენტრ პოინტ-აჭარის" დირექტორის ირაკლი მინდელის დაკითხვა. ის უკვე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. კიდევ ერთი დაკავებული - კომპანიის გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი სამართალდამცავებმა ბათუმში აიყვანეს. რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, რომლის დაკავების შესახებ დადგენილება მოსამართლემ მიიღო, პოლიციას ჯერ არ დაუპატიმრებია. "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი დღევანდელ დაკავებებს, პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ბათუმში არსებულ კომპლექს "თეთრ მაგნოლიას" და თანხების უკანონო მითვისებას. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში