ძლიერმა სეტყვამ ხულოში, სოფელ პანტნარში, ფერმერებს ნარგავები დაუზიანა. მათ მოსავალი არ ჰქონდათ დაზღვეული, ისინი კომპენსაციას მერიას სთხოვენ, ამბობენ, რომ გაუნადგურდათ შემოსავლის ძირითადი წყარო.
სოფელში სულ 20 ოჯახი ცხოვრობს, მათ ასევე აწუხებთ გზის პრობლემა, სოფელი ეროზირებულია, ითხოვენ განსახლებასაც. სიუჟეტიდან გავიგებთ, რა პასუხები აქვთ აჭარის საგზაო დეპარტამენტსა და ხულოს მერიაში.