პრეზიდენტის განცხადება რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე - პოლიტიკური შეფასებები

16 მაისი 2018, 00:00 1616 ნახვა

 “მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სამედიცინო უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს რაციონალურ დიალოგს სთავაზობს, რაც მისივე შეფასებით სწორი მიდგომაა.

მმართველი გუნდი პრეზიდენტის განცხადებას მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მარგველაშვილის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირებენ. საპარლამენტო უმცირესობაში მაიჩნიათ, რომ რუსეთთან დიალოგზე მეტად მნიშვნელოვანია პროცესში საქართველოს პარტნიორებისა და ევროსტრუქტურების როლი. პატრიოტთა ალიანსის წარნმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთთან დიალოგის წარმოება ქვეყნისთვის გადამწყვეტია. პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა  აღნიშნა, რომ გიროგი მარგველაშვილს ახალი არაფერი უთქვამს და ის გაკვირვებულია, რატომ გახდა მისი ნათქვამი საზოგადოების ნაწილისთვის ახალი აღმოჩენა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი