საზაფხულო სკოლა

10 ივლისი 2016, 00:00 3003 ნახვა

საზაფხულო ბანაკი სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის დღეს დაიხურა. პროექტში სხვადასხვა რეგიონიდან 4-დან 7 წლამდე ასაკის 20 ბავშვი ჩაერთო. მათ სარეაბილიტაციო კურსები ბათუმში გაიარეს.სპეციალისტების ჩართულობით მოზარდებმა მეტყველების თერაპიის კურსები გაიარეს. საზაფხულო სკოლა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობის ფარგლებში"ორგანიზაცია "სთეფ ფორვარდმა" მოეწყო. მსგავსი პროექტი საქართველოს 4 რეგიონში ხორციელდება. 

ამავე კატეგორიაში