შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან

10 ივლისი 2016, 00:00 2527 ნახვა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში საზოგადოებრივი კვების ობიექტებისა და სარესტორნო ქსელის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ბიზნესოპერატორები ამ სფეროში არსებულ რეგულაციებს გაეცნენ, ყურადღება გამახვილდა ტურისტულ სეზონზე ზაფხულის პერიოდში ტემპერატურული რეჟიმის მატებასთან დაკავშირებულ რისკებსა და აუცილებელი ნორმების დაცვაზე. საუბარი შეეხო ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტების პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჰიგიენური ნორმების და მზა სურსათის მიტანის სერვისით სარგებლობის დროს დისტრიბუციის პირობების დაცვას. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. 

ამავე კატეგორიაში