''მე ვარ გარანტი, რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება'' - გიორგი კვირიკაშვილი

13 მაისი 2018, 00:00 1978 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.  კვირიკაშვილმა სპეცოპერაციის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა განაცხადა რომ მტავრობის პოზიციაა, რომ სახელმწიფო იყოს მკაცრი ნარკორეალიზატორების მიმართ, ხოლო მომხმარებლების მიმართ შედარებით ლიბერალური. 

"გუშინ დილიდან, მიმდინარეობდა იმ საკითხების განხილვა, რომელზეც ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი  შვილები, ასე ემოციურად საუბრობენ ორი დღეა. გუშინ საღამოსვე, ჩვენი გუნდის სახელით, კახი კალაძემ გააკეთა განცხადება, ჩვენი პოზიცია, რომ სახელმწიფო იქნება მკაცრი ნარკორეალიზატორობის მიმართ, ხოლო ნარკომომხმარებლების მიმართ ვიყოთ ჰუმანურები.ეს არის მმართველი გუნდის პოზიცია. ასევე, კახი კალაძემ მოუწოდა ყველას, რომ გაერთიანდნენ იმ ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ, რასაც შეეწირა ახალგაზრდების სიცოცხლე" განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

კვირიკაშვილმა, ასევე დღევანდელ კონტრაქციაზეც გააკეთა განცხადება, მისი თმით ის იქნება გარანტორი, რომ თავისუფლებაზე შეკრებილ ახალგაზრდების გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე არ შეექმნება. 

"თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალიდნელი დღე, მინდა გითხრათ, რომ მე ვარ გარანტი, რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება, ეს არის ჩვენი მონაპოვარი და ამით სამართლიანად ვამაყობთ, ეს თქვენი მონაპოვარიცაა რა თქმა უნდა, ის რომ ადამიანის გამოხატვის თავისუფლება ჩვენი პრიორიტეტია, დადასტურდა ბოლო საათების განმავლობაში, სახელმწიფო მოწოდებულია ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი, გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ამავდროულად, კატეგორიულად დაუშვებელია და მიუღებელია დაპირისპირება, საზოგადოების გახლეჩა. მოვუწოდებ სამართალდამცველებს, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს კონტროლი და თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სახის დაპირისპირება. ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ აზრის გამოხატვისას დაპირისპირება დაუშვებელია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, მოგიწოდებთ, რომ ​შევინარჩუნოთ ერთიანობა, ნუ დავუშვებთ ადამიანების სიძულვილს განსხვავებული აზრის გამო" - განაცხადა კვირიკაშილმა.

12 მაისის სპეცოპერაციის შესახებ პრემიერ მინისტრს განცხადება არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე დღეა,ა ქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერს დააფიქსიროს მისი პოზიცია.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი