სახალხო დამცველი: ''ბათუმის მეჩეთთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ შესრულდა''

11 მაისი 2018, 00:00 2135 ნახვა

ბათუმის მეჩეთთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ შესრულდა- ინფორმაცია ომბუდსმენის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  28 მარტს სახალხო დამცველმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს რეკომენდაციით მიმართა და იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც უარი ითქვა მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. განცხადებაში აღნიშნულია, საქმის შესწავლისას გამოვლინდა, რომ ბათუმის მერიას არაერთგვაროვანი მიდგომა გააჩნდა სხვადასხვა კონფესიისადმი.

კერძოდ, დღესდღეობით რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია არის აშენებული, რომელზეც სათანადო წესით ნებართვა არ გაცემულა და არც სამართალდარღვევაზე დაწყებულა წარმოება. მაშინ, როცა მუსლიმებს, სამშენებლო სამართალდარღვევის – მეჩეთის თვითნებური მშენებლობის გამო, სახდელი დაეკისრათ და დემონტაჟის განხორციელება დაევალათ. – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში