გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ ბერლინი უახლოეს ხანში საქართველოს ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანს, რაც დეპორტაციას გააადვილებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ქვეყნდება 2017 წელს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაც. აღმოჩნდა, რომ მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან, 2017 წელს ქართველებზე მხოლოდ 2,1% მოდის.
გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა მიერ შევსებული განაცხადების, მხოლოდ 0,7 ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს. ქართველების უმეტესობა, 75% ქურდობაზე დააკავეს. გამოცემის ინფორმაციით, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინების გაქურდვის შემთხვევების შემცირება საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებამაც განაპირობა.