მაჭახლის ხეობაში გზის რეაბილიტაციას ითხოვენ

09 მაისი 2018, 00:00 1447 ნახვა

ჩიქუნეთის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს. მათი თქმით, გზის მოწესრიგებას ბოლო რამდენიმე წელია პირდებიან, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. მაჭახლის ხეობის მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო ტურისტთა ნაკადმა  იკლო.

ნაციონალური მოძრაობის წევრების მტკიცებით, თანხები, რომლითც აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იყო გათვალისწინებული, ქობულეთის მუნიციპალიტეტისკენ მიმართეს, კონკრეტულად კი მიშა ბოლქვაძის მტკიცებით, ბიუჯეტიდან თანხა ხეების გატანის გამო დაზიანებუილი ტერიტორიების მოწესრიგებისთვის დაიხარჯება. ხელვაჩაურის მერი ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის თანხა მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

ამავე კატეგორიაში