ბათუმის პორტში, გოგირდის გადაზიდვის გამო, გარემოს დაცვის ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

08 მაისი 2018, 00:00 1949 ნახვა

პირველად სამწლიანი პაუზის შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური, ბათუმის პორტში არაგეგმიურ შემოწმებას ატარებს. საქმე ეხება პორტის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ დიდი მოცულობით აზოტისა და გოგირდის გადატვირთვას. ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო დღეებია ქალაქში პლაკატებიც გამოჩნდა.

შესაძლო რისკებს პორტთან მცხოვრები მოქალაქეებიც დიდი ხანია აპროტესტებენ, მათ შორის სოციალურ ქსელში, თუმცა შემოწმების საფუძველი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტისგან მიღებული შეტყობინება გახდა.

უწყებამ უნდა დაადგინოს ხომ არ ირღვევა დაწესებული მოთხოვნები? ფაქტს პორტის ადმინისტრაცია დღესვე გამოეხმაურა, აქ ირწმუნებიან რომ სტანდარტების შესაბამისად მოქმედებენ, ეკოლოგები კი შესაძლო რისკებზე საუბრობენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი