ბათუმში დაუდგენელმა პირებმა მატარებელი მოხატეს

08 მაისი 2018, 00:00 4719 ნახვა

ბათუმში, გვიან ღამით, ორსართულიანი მატარებელი დააზიანეს - ინფორმაცია საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. 

''ვანდალური ფაქტი რკინიგზის სადგურში. გვიან ღამით, პირველ ლიანდაგში მდგომი შტადლერის ორსართულიანი მატარებელი (Stadler Kiss) დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს, კერძოდ, მეოთხე ვაგონის კედელი სრულად მოხატეს. განრიგის მიხედვით, ღამით მატარებელი ბათუმის სადგურში 9 საათი დგას. სწორედ ამ პერიოდში მოხდა აღნიშნული დანაშაული'' - წერია განცხადებაში

საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა  შინაგან საქმეთა სამინისტროს  უკვე მიმართეს. 

უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი