ბათუმში ევროპის დღეს აღნიშნავენ - #ძალაევროპაშია

07 მაისი 2018, 00:00 2805 ნახვა

#ძალაევროპაშია - ამ სლოგანით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი და გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” თემატურ დისკუსიას გამართავს. 

შეხვედრაზე ევროპულ ღირებულებებზე გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” დამფუძნებლები ირაკლი ბაკურიძე და მარი კორინთელი, მომღერალი სოფო ხალვაში და ბათუმის ნობელების მუზეუმის მმართველი თამარ ორაგველიძე ისაუბრებენ. 

დისკუსიის შემდეგ  საზეიმო მიღება გაიმართება. გამოიფინება თემატური სტენდი ფოტოსესიისთვის, ასევე "ძველი ბათუმის" ევროპული წარსულის ამსახველი ფოტოარქივი. აჩვენებენ საინფორმაციო ვიდეოკოლაჟი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ. 

ბათუმელი სტრიტ არტისტი იოსებ ჯორბენაძე კი საქართველოს ევროინტეგრაციას თემაზე კედელს მოხატავს

ბათუმის ეთნიკური მრავალფეროვნების აღსანიშნავად, დიასპორის წარმომადგენლები ფოლკლორულ ნიმუშებს შეასრულებენ. საღამო  პაატა ძიძიგური, სოფო ხალვაში და ირაკლი ფაღავა   მუსიკალურ კომპოზიციებით დასრულდება

ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე ბათუმში!

ევროპის დღეებთან დაკავშირებული ღონისძიება 7 მაისს, ბათუმში, 19:00 საათზე,  მემედ აბაშიძის #60 (მაღაზია “წიგნები ბათუმში”) გაიმართება, დასწრება თავისუფალი და სასურველია.

#ძალაევროპაშია #არგამოტოვო #შემოგვიერთდი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი