ავტოსაგზაო შემთხვევა-5 გარდაცვლილი

05 მაისი 2018, 00:00 8254 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 5 ადამიანი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. დაღუპულთაგან ორი ერთი ოჯახის წევრები არიან.  შემთხვევა ქედისა და ხელვაჩაურის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ, რის შედეგადაც მერსედესის მარკის ავტომობილში მჯდომი ხუთივე პირი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რომელიც  ტრანსპორტის გაუმართაობას ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი